ფანასკერტელზე მამაკაცი დაჭრეს – მას 2 ტყვია აქვს მოხვედრილი

ფანასკერტელზე მამაკაცი დაჭრეს - მას 2 ტყვია აქვს მოხვედრილიფანასკერტელის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი 40 წლამდე ასაკისაა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, ინციდენტს სავარაუდოდ, წინ უძღოდა მთელი დღის განმავლობაში მამაკაცებს შორის მომხდარი კამათი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიები მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.