ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარეთს 5:3 მოუგეს – ვიდეო

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მეორე ტურში საქართველო დივიზიონის ფავორიტს – ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ამის შესახებ 1TV წერს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი პერიოდის მოგება ბულგარელებმა ერთშაიბიანი სხვაობით – 2:1 მოახერხეს.

მეორე პერიოდში ქართველებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, მეტოქეს სამი შაიბა გაუტანეს და 4:2 გავიდნენ წინ.

ბოლო პერიოდში გუნდებმა თითო-თითო შაიბა გაიტანეს და საქართველომ ბულგარეთი 5:3 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრ ვასილჩენკო გახდა, რომელმაც გადამწყვეტ მეორე მეოთხედში ორი შაიბა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 აპრილს გამართავს და ჰონგ-კონგს დაუპირისპირდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018