“ქართულ ოცნებაში” ახალი დაპირისპირებაა – სხდომაზე გედი ფოფხაძე არ მიიწვიეს

“ქართულ ოცნებაში” შესაძლოა მორიგი დაპირისპირების ტალღა დაიწყოს – „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა უახლოეს წუთებში უნდა დაიწყოს, თუმცა სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ე.წ. ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს.

უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს გედევან ფოფხაძე, რომელიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. დეპუტატი ოცნების შეხვედრაზე არავის მიუწვევია.

რაც დანამდვილებით არის ცნობილი, ის არის, რომ “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერი, პარლამენტის სპიკერი, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები მივლენ.

რაც შეეხება სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

“ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ ჩვენი ძირითადი მიმართულებები და არა მხოლოდ ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უმრავლესობაში. დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლები, კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გარდა ამისა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე მხარე შეიძლება იყოს აქ,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ნუკრი ქანთარია, მისი თქმით, არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვით პრობლემა არ მოგვარდება .

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ და მერე სხვებიც დახუჭავენ თვალს და ამით პრობლემა გაქრება, ამით პრობლემა არ ქრება. აქ არის როგორც შიდა პარტიული, ასევე საპარლამენტო პრობლემები, ასევე საზოგადოებრივი და ეს ყველაფერი ამომრჩეველთან არის დაკავშირებული,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018