ქუთაისში „ბუტკების ეპოქა” ბრუნდება 

ქუთაისის მერმა ქალაქში16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა გასცა – აცხადებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის რაიონულ ორგანიზაციაში. დღეს გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარემ გივი შუშანიამ განაცხადა, რომ ჯიხურებში სურსათის გაყიდვა მოხდება. შუშანიას ინფორმაციით, მერია ხვალ ჭავჭავაძის გამზირიდან გარემოვაჭრეების გაძევებას გეგმავს, იმ ადგილას კი სადაც გარე ვაჭრობა მიმდინარეობს ჯიხურები ჩაიდგმება.
“ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. „ბუტკების“ ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა.
ჯიხურების ნებართვა გაიცა შპს „მადლზე“, რომლის უკანაც პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის ქართულ ოცნებასთან და სუს-თან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში და პატრიოტთა ალიანსის დახმარებით მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობის ფორმირება. ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსმა და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან. 4 წელია ეს პრობლემა არ წამოწეულა და სწორედ ამ მოვლენებს დაემთხვა პროცესის ფორსირება.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია, რომელსაც ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები ეწირება,”-განაცხადა გივი შუშანიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018