შოთა უტიაშვილი – „ემზარ კვიციანი გარეცხეს, გაწმინდეს და ახლა პარლამენტში დაგვისვეს“

კოდორის ხეობის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის განცხადებას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ეხმაურება. შოთა უტიაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანმა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება მოაწყო და ეს ყველასთვის ცნობილია.

– ემზარ კვიციანთან დაკავშირებით კითხები არ არსებობს და არც არასდროს არ არსებობდა. ამ კაცმა 2006 წელს მოაწყო შეიარაღებული ამბოხება სამშობლოს წინააღმდეგ. ცეცხლი გაიხსნა საკუთარი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და ამბოხების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რუსეთს. ამაზე უკვე აშკარა ისტორია ვეღარ იქნება. რეალურად კითხვები არსებობს არა კვიციანთან, არამედ იმ ხალხთან, რომელმაც კვიციანი ჩამოიყვანა საქართველოში. გარეცხეს, გაწმინდეს და ახლა პარლამენტში დაგვისვეს და კანონებს გვიწერს, – განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018