“ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე” – რას ამბობდა ივანიშვილი 2015 წელს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, სამი წლის წინ, 2015 წლის 18 ივნისს აცხადებდა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა თუ “სიტუაცია ცუდად უნდა დატრიალებულიყო”.

“მგონია, რომ მაგის სიტუაცია არ არის დღეს. განმიცხადებია ხშირად და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც… ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური – რომ ვხედავთ, რომ საზოგადოება ვეღარ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ გვქონდა უკვე და კარგად ვიცით გუშინდელი დღიდან და რაღაც ამის მსგავსი უბედურება თუ მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვერ ვხედავ დღეს ამის ნიშნებს. მე ვერ ვხედავ დღეს საბედნიეროდ ამის ნიშნებს, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც კარგად, ჟურნალისტებმა. მთავრობაც თვითონ ცდილობს და იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული”- აცხადებდა ბიძინა ივანიშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018