ავარია გურჯაანში – დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია

ავარია გურჯაანში - დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში.

შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი დაშავდა.ერთმანეთს „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.