ამერიკული ”განკითხვის დღის” თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა – მას მოქმედება ატომური კონფლიქტის დროსაც შეუძლია

ამერიკული ”განკითხვის დღის” თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა - მას მოქმედება ატომური კონფლიქტის დროსაც შეუძლიააშშ-ში ჰაერში აფრინდა თვითმფრინავი ე-48, რომელსაც ”განკითხვის დღის” თვითმფრინავსაც ეძახიან, რადგან მისი გამოყენება ბირთვული კონფლიქტის დროსაც შეიძლება, თუ მიწაზე არსებული სტრუქტურები დაზიანებული ან მოშლილია.

გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ირკვევა, რომ თვითმფრინავი ამ დროისთვის ინდიანას შტატში იმყოფება.

ბორტს ჰაერში ყოფნა მთელი კვირის განმავლობაში შეუძლია საწვავის საჰაერო შევსების პირობებში.

ე-48-ზე დაყენებული მოწყობილობა თვითმფრინავს ატომური აფეთქების ზემოქმედებისგან იცავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ აფრინდა ე-48, ჯერჯერობით არაა. მედიაში ადრე დაიწერა, რომ ე-48 დაჰყვება პრეზიდენტს ზოგიერთი საზღვარგარეთული ვიზიტის დროს.