ანტუან გრიზმანი: ”სხვა გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ”

ანტუან გრიზმანი: ”სხვა გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ”მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა აღიარა რომ ის სხვა გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ამ გუნდის ვინაობა არ დაუსახელებია. გრიზმანმა ზუსტად არ იცის დარჩება თუ არა ის ატლეტიკოში:

”მადრიდში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მინდა რომ უფრო წინ წავიდე, ამიტომ არ ვიცი დავრჩები თუ არა ატლეტიკოში. სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და ვნახოთ როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”–განაცხადა ანტუან გრიზმანმა.

ცნობილია რომ გრიზმანის შეძენით ბარსელონაა დაინტერესებული.