არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს არსენალს დატოვებს

არსენ ვენგერი სეზონის ბოლოს არსენალს დატოვებსარსენალმა ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი გუნდს დატოვებს. ვენგერმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და თქვა რომ მისთვის იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.

ვენგერმა არსენალი 1996 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. გარდა ამისა, არსენალი ბოლო წლებს თუ არ ჩავთვლით სტაბილურად ხვდებოდა პრემიერ ლიგის ოთხეულში.

2006 წელს არსენალი ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ვენგერის გუნდმა ფინალი წააგო ბარსელონასთან 1:2. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება არსენალის ახალი მწვრთნელი.