არჩილ თალაკვაძე – გივი ჭიჭინაძემ გიგი უგულავას დიდი ანგარიშით მოუგო

არჩილ თალაკვაძე - გივი ჭიჭინაძემ გიგი უგულავას დიდი ანგარიშით მოუგო– ვანსა და ხონში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა და დასრულდა. ჩვენი მონაცემებით, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად მოიგო. გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს, – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ.

მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

– მადლობა მხარდამჭერებს, ველოდებით უკვე ხმების დათვლის ოფიციალურ შედეგებს, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვანსა და ხოში საარჩევნო უბანები 20:00 საათზე დაიხურა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი, მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ინტერპრესნიუსი