„აუდიტორია 115“-ის აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს

„აუდიტორია 115“-ის აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს„აუდიტორია 115“-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სამართალდამცველებმა ხუთი აქტივისტი დააკავეს. დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის პიკეტირებამ გამოიწვია.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოულოდნელად საავტომობილო მონაკვეთი გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, რომ დაეტოვებინა აღნიშნული ტერიტორია და გადასულიყვნენ ტროტუარზე, რასაც აქციის მონაწილეებიარ არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, აქედან ორი „აუდიტორია 115“–ის წევრია.

აქციის მონაწილეები ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

ინტერპრესნიუსი