აშშ-ში ოჯახმა საცურაო აუზში ნიანგი იპოვა – ვიდეო

აშშ-ში ოჯახმა საცურაო აუზში ნიანგი იპოვა - ვიდეოაშშ-ში, ფლორიდაში, ოჯახმა ეზოში, საცურაო აუზში 2.7-მეტრიანი ნიანგი იპოვა. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს.

სპეციალისტებმა მტაცებელი ე.წ. „კაუჭით” დაიჭირეს.

ამერიკაში ნიანგი საშუალოდ 3-დან 5 მეტრამდე იზრდება და წონამ შესაძლოა, 454 კილოგრამსაც კი მიაღწიოს.

აშშ-ში ნიანგების ყველაზე დიდი რაოდენობა ფლორიდასა და ლუიზიანაშია. თითო შტატში მათი რაოდენობა მილიონამდეა. ადგილობრივები ნიანგებს საკუთარ ეზოებში ხშირად პოულობენ. მსგავსი შემთხვევა 1 აპრილსაც მოხდა.

იმედინიუსი