ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები დირექტორს ნეპოტიზმში ადანაშაულებენბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირდათ, ხოლო თანამდებობებზე დირექტორი თავის მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავს.

მებაღეები ბოტანიკური ბაღის დირექტორს შეხვდნენ და ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დაპირებები მიიღეს.

„ორი წელია გვპირდება, რომ იქნება ხელფასების დამატება ამის მაგივრად შეიქმნა სრულიად უსარგებლო დეპარტამენტი, განაწილდა დიდი ხელფასების იმ დეპარტამენტში,“- ამბობს ბაღის თანამშრომელი.

დირექტორი ირაკლი არჩაია ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაციაზე საუბრობს და ნათესავებისა და ახლობლების დასაქმებას უარყოფს .