ბათუმის პორტის დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი გადადგა – შიმშილობა შეწყდა

ბათუმის პორტის დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი გადადგა - შიმშილობა შეწყდაბათუმის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პორტის გენერალური დირექტორი დანიარ მუჰამედ-რახი თანამდებობიდან გადადგა.

ბათუმის პორტის თანამშრომლები 2 აპრილს გაიფიცნენ, ათმა მათგანმა შიმშილობაც დაიწყო. ისინი პორტის დირექტორის გადადგომას და რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვდნენ.

4 აპრილს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან პორტის ხელმძღვანელობამ რეორგანიზაცია შეაჩერა, თუმცა მოშიმშილეები აქციას განაგრძობდნენ.

იმედინიუსი