ბათუმში ჩინური ელექტრომობილების ქარხანა იხსნება

ბათუმში ჩინური ელექტრომობილების ქარხანა იხსნებაბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებები შედგა. როგორცაჭარის მთავრობაში განაცხადეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

-აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს ჩინეთში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შედგა. ზოგადად, ბათუმის მერია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ კონკრეტული ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის” – განმარტეს აჭარის მთავრობაში.მთავრობის ინფორმაციით, შემდეგი ეტაპია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების აჭარის რეგიონში ჩამოსვლა და დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება.

ყველა სიახლე