ბაჩო ახალაია – ”ჩემი მოსამართლეები ხალხის წინაშე უნდა წარსდგნენ”

ბაჩო ახალაია - ”ჩემი მოსამართლეები ხალხის წინაშე უნდა წარსდგნენ”პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე 9-წლიანი სასჯელის შეფარდებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბაჩო ახალაია გამოეხმაურა.

„ერთია, როცა დანაშაულს დაგაბრალებენ, მეორეა, როცა ამ სახით აშკარა შეურაცხყოფას გაყენებენ.

“ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, მაგრამ ამ შეურაცხყოფაზე ჩემი ერთადერთი პასუხი იქნება ის, რომ რამდენი წელიც არ უნდა დაჭირდეს ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, მთელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ამ მოსამართლეების პირიდან მოვასმენინო სრული სიმართლე. ისინი უნდა წარსდგნენ ხალხის წინაშე და დეტალურად მოყვნენ ვინ დაავალა ასეთი სიბინძურეების კეთება და რატომ ასრულებენ ასეთ ბინძურ დავალებებს,“- ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.

რუსთავი 2