ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნესთურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება.

თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა.

შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა.

თურქეთისა და საბერძნეთის თავდაცვის უწყებებს ინციდენტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.