“გადამწიფებული თინეიჯერები” კვირიკაშვილი-კობახიძის მხარდასაჭერად დაიყვნენ“

"გადამწიფებული თინეიჯერები" კვირიკაშვილი-კობახიძის მხარდასაჭერად დაიყვნენ“პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „გადამწიფებულ თინეიჯერებს“ უწოდებს “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს რომლებიც გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებად დაიყვნენ.პოლიტოლოგის შეფასებით, “7-8 ადამიანს სურს ყველაფერი მართოს, რაც უმრავლესობაში შემავალ გარკვეულ ჯგუფებს აღიზიანებს”.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე არ ჩარეულა.

“არ ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” რომელიმე ჯგუფს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს. ისინი უფრო გადამწიფებულ თინეიჯერს გვანან , რომელიც დაკავებულია ქვედა დონეზე გარჩევები მოაწყოს. აპელირებენ ერთადერთ დრამის ცენტრზე – ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც როგორც ჩანს, პროცესებში ჩარევისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. ის რომ მმართველ გუნდში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ამ დაპირისპირების გაჩერება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, მეტს არავის”- განაცხადა გია ხუხაშვილმა “ნიუპოსტთან”.

ექსპერტი “ქართული ოცნების” დაშლას ახლო მომავალში არ ელოდება თუმცა აცხადებს, რომ “კრიზისი რომელიც გუნდში არსებობს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს”.