„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“

„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. როგორც “ქართული ოცნების” წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია.მისი თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”.

“ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა პრობლემები,”- აცხადებს ქანთარია.

მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ე.წ. „გასარიცხი დეპუტატების“ სია არსებობდეს.

ნუკრი ქანთარიამ გვარებიც ჩამოთვალა. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან თვითონ, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.