გია ბარამიძე – “აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელები გმირები არიან”

გია ბარამიძე - "აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელები გმირები არიან"– კატეგორიულად მოვითხოვ პროკურატურისგან, გამოიძიონ აფრასიძეების საქმე და უთხრან საზოგადოებას სიმართლე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

ბარამიძე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელები გმირები არიან.

– იმისათვის, რომ შეწყდეს ზღაპრების მოყოლა და დამნაშავეების უდანაშაულო კრავებად გამოცხადება, პოლიციელების დამნაშავეებად გამოცხადება, ყველაფრის თავდაყირა დაყენება, არც ნამუსი გააჩნიათ და არც არაფერი. კატეგორიულად მოვითხოვ, დროულად დაამთავრონ ეს გამოძიება და უთხრან საზოგადოებას სიმართლე. იმ სპეცოპერაციაში მონაწილეები არიან გმირები, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. იმის შემდეგ სვანეთი აყვავდა, გზაც გავიდა და ყველაფერი მოხდა. თუ ვინმე არის დასასჯელი, დაგვსაჯონ ჩვენ. ვამაყობ ამ ადამიანებით, რომლებმაც თავისი საქმე შეასრულეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ სპეცრაზმელები არიან გმირები. სწორედ ამ ჭორების შესაჩერებლად, კატეგორიულად ვთხოვ პროკურატურას, გამოიძიეთ ეს საქმე და უთხარით სიმართლე საზოგადოებას“ – განაცხადა გია ბარამიძემ.

ინტერპრესნიუსი