გორში მაგთის ოფისი გატეხეს

გორში მაგთის ოფისი გატეხესგორში, წმინდაწყლის დასახლებაში მაგთის ოფისი გატეხეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება ქურდობის მუხლობით დაიწყო, რაც 3 დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი