გორში მოტოციკლი მერსედესის ტაქსს შეეჯახა – მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა

გორში მოტოციკლი მერსედესის ტაქსს შეეჯახა - მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდაგორის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოტოციკლი „მერსედესის“ მარკის ტაქსს შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო მოტოციკლის მძღოლმა, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ.

ასევე მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ტაქსის მძღოლმა და მგზავრმა.

მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ტაქსის მძღოლი კი აცხადებს, რომ მოტოციკლი უკიდურესად გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და ავარიის თავიდან აცილება ვეღარ შეძლო.