გურჯაანის სამორინეში 3 კაცი სცემეს – ერთი მათგანი 6 დღეა, უგონოდაა

გურჯაანის სამორინეში 3 კაცი სცემეს - ერთი მათგანი 6 დღეა, უგონოდააგურჯაანში მდებარე სამორინეს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ 3 ახალგაზრდა სცემეს. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

– მეექვსე დღეა, გონს არ მოსულა, ფაქტიურად კომაშია, ექიმები მეუბნებიან, უფლის ნებააო ყველაფერი, – ამბობს დაშავებულის ახლობელი მზია მაისურაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის –  მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2