დადიანის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი დაჭრეს

დადიანის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი დაჭრესდადიანის ქუჩაზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.