დავით პაპიაშვილი – “ფინანსთა მინისტრის განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია”

დავით პაპიაშვილი - "ფინანსთა მინისტრის განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია"ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას პროდუქციის მიწოდების დროს წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, გაუგებარს უწოდებს კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

როგორც გადაცემაში “საქმის კურსი” პირდაპირ ეთერში პაპიაშვილმა განაცხადა, გადახდის წყაროსთან დაკავება საქონლის შეძენის დროს არც ადრე ხდებოდა და აქ არანაირი ბარიერი არ იყო. მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი დაკავება საქონლის შესყიდვის დროს ხდება მხოლოდ ჯართის და ნარჩენის შესყიდვაზე და ეს რეგულაციაც ძალაში 2018 წლიდან შევიდა.

პაპიაშვილმა განმარტა, რომ არც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დროს ხდებოდა დაკავება და შესაბამისად, საქონლის შესყიდვის დროს არანაირი ბარიერი არ არსებობდა, გარდა ბიუროკრატიული ბარიერისა.

– შეიძლება სოფელში მაცხოვრები პირი ვერ უწერდა საბუთს და ესტონური მოდელის პირობებში შპს ვინც უსაბუთოდ ყიდულობდა საქონელს, 15%-ით იბეგრებოდა. შესაძლოა, ამ ბარიერზე იყო საუბარი და არანაირ სხვა ბარიერზე, – განაცხადა პაპიაშვილმა.

ბიზნესმედია