დავით ქაცარავამ ჟინვალთან გზა გადაკეტა – „ოკუპანტებს პასუხი უნდა მოეთხოვოს…“ 

დავით ქაცარავამ ჟინვალთან გზა გადაკეტა - „ოკუპანტებს პასუხი უნდა მოეთხოვოს...“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის მორიგ გატაცებას პროტესტი მოჰყვა. არსებული იფნრომაციით, გატაცებული დავით ილურიძე შშმ პირია.

სამოქალაქო აქტივისტები დავით ქაცარავასთან ერთად ჟინალიში იმყოფებიან. მათი მიზანი იყო გზაის გადაკეტვა, რათა ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან მომავალი ავტომანქანები რუსული სანომრე ნიშნებით არ გამოეტარებინათ, მათი თქმით, ეს არის გზავნილი იმისა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე.

ქაცარავა ამბობს, რომ რუსულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია აქციის შესახებ და თავად შეაჩერეს მანქანების შემოშვება.

„ჩვენი მიზანი იყო აქ გადაგვეკეტა გზა რუსული ნომერებით მოძრავი ავტომანქანებისთვის. კარგა ხანია აქ ვიმყოფებით და როგორც ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, თვით რუსული მხარ აღარ ატარებს თავის მანქანებს, რადგან მათ ჩვენი აქყოფნის შესახებ შეიტყვეს, მათ იციან ჩვენი მოთხოვნის შესახებაც და იციან რატომაც ვართ აქ ამდენინ ადამიანი ჩამოსული“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.