დაღესტანში, პირველი მაისის დღესასწაულზე ტერაქტის მომზადების გამო 9 ადამიანი ლიკვიდირებულია

დაღესტანში, პირველი მაისის დღესასწაულზე ტერაქტის მომზადების გამო 9 ადამიანი ლიკვიდირებულიარუსეთის სამართალდამცავებმა ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათი განცხადებით, 9 ადამიანი, პირველი მაისის დღესასწაულზე, დაღესტანში ტერაქტებს ამზადებდა.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დერბენტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სამართალდამცველი.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ეჭვმიტანილები იარაღის დაყრისა და ჩაბარების შესახებ მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ტერაქტის დაგეგმვაში მონაწილე სხვა სავარაუდო პირების დასადგენად.