ედენ აზარი სავარაუდოდ ზაფხულში ჩელსიდან წავა

ედენ აზარი სავარაუდოდ ზაფხულში ჩელსიდან წავაჩელსის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში ვრცელდება.

აზარის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იქნება და ამ თანხაზე ნაკლებად ჩელსი მის გაყიდვას არ აპირებს. თუ ასეთი თანხა არავინ გადაიხადა, მაშინ ბელგიელი ნახევარმცველი ჩელსიში დარჩება.

აზარის ყიდვა მადრიდის რეალს სურს, მაგრამ უცნობია თუ რამდენად მოინდომებენ მადრიდელები აზარში 150 მილიონის გადახდას.

რეალის გარდა აზარის შეძენით პსჟ-ც არის დაინტერესებული, თუმცა ფრანგული კლუბის წარმომადგენლები ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.