ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონი ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 45 მილიონი ევროს გამოუყოფსევროკავშირმა ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

_ ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოეყოს. ეს თანხა საქართველოს დაეხმარება ფინანსური საჭიროებების დაფარვაში, ეკონომიკური სტაბილიზაციის და სტრუქტურული რეფორმების პროგრამის უზრუნველყოფაში, _ ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია საქართველოსთვის აღნიშნული დახმარების გაწევის ინიციატივით გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.

აქცენტი