ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მაღალი ძაბვის ანძაზე კაცი აძვრა და გადმოხტომით იმუქრებოდა.
ადგილზე მივიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივი ამოძრავებს კაცს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი ანძიდან გადმოხტა.
მანამდე მას პოლიციელებმა ქვემოთ ბატუტი გაუშალეს. ანძიდან გადმომხტარი კაცი ბატუტზე დაეცა.
მას ახლა სასწრაფო დახმარების მედიკოსები იკვლევენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა კაცს. თუმცა ის მედიასთან შეხვედრას ითხოვდა.