ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებსლივერპულის გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. ემრე მალე მოაწერს ხელს 5 წლიან კონტრაქტს ტურინულ გუნდთან და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

ფეხბურთელს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ეს ინფორმაცია არ უარყო. იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ფეხბურთელებს არ ზღუდავს და ვისაც წასვლა სურს, შეუძლია წავიდეს კიდეც.

ემრე ჯანი 24 წლის არის და ლივერპულამდე ის მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია.