ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მის მამინაცვალ ვეფხვია ბაქრაძეს ეძებენ

ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მის მამინაცვალ ვეფხვია ბაქრაძეს ეძებენვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მამინაცვალი, 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა.

თვითმხილველების ცნობით, მოკლულის დედას ნათელა გობაძეს და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა. კონფლიქტის გამო, გობაძემ პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ბაქრაძეს ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაცია აეკრძალა. ბაქრაძემ მკვლელობა შემაკავებელი ორდენის გაცემიდან დაახლოებით ერთ საათში ჩაიდინა.

გოგონა დასთან სტუმრად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულის შვილებმა მკვლელი იცნეს და კარი სწორედ მათ გაუღეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს ვინაობაც ბავშვებმა დაუსახელეს.

ბაქრაძემ გოგონა 2 მცირეწლოვან შვილების თვალწინ მოკლა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.

25 წლის გოგოს მკვლელობის ადგილიდან დამნაშავე მიიმალა. სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობის ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამუშაოები.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლვლელობას გულისხმობს.

ნიუპოსტი