ვეფხია ბაქრაძის შვილი – ”მამაჩემი და ნათია თაკოს მკვლელობამდე 10 დღით ადრე დაქორწინდნენ”

ვეფხია ბაქრაძის შვილი - ”მამაჩემი და ნათია თაკოს მკვლელობამდე 10 დღით ადრე დაქორწინდნენ”ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შვილები მედიასთან ირწმუნებიან, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას თაკო გამრეკელაშვილის დედამ, ნათია გობაძემ მიმართა.

მათივე მტკიცებით, ციხეში ყოფნისას გარდაცვლილის დედას კომუნიკაცია ჰქონდა ყოფილ ქმართან და თანხასაც კი ურიცხავდა.

ვეფხია ბაქრაძის შვილი აცხადებს, რომ საზარელი მკვლელობამდე მამამისმა და ნათია გობაძემ ფარულად ხელიც კი მოაწერეს.