ვინ ეწინააღმდეგება და ვინ უჭერს მხარს დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას?

ვინ ეწინააღმდეგება და ვინ უჭერს მხარს დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას?“საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის“ ფარგლებში გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს ინფორმაცია საპენსიო სისტემის რეფორმის ალტერნატიული პროექტების შესახებ, რომლებიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს საშუალოდ 13%, ხოლო მცირედ ინფორმირებულად – დაახლოებით 30%.

„რესპონდენტებმა, მთლიანობაში, დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ძირითადი რეფორმისტული იდეის მიმართ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საბაზისო პენსიასთან ერთად, უნდა არსებობდეს დაგროვებითი საპენსიო ფონდი, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, დააგროვონ თანხა საკუთარი თავის პენსიით უზრუნველყოფისთვის (სრულიად ეთანხმება 38.4%, უფრო ეთანხმება თითქმის მეოთხედი (23.7%); ეწინააღმდეგება გამოკითხულთა მეხუთედი (მათგან კატეგორიულად – 12.1%).

რაც უფრო იზრდება რესპონდენტთა ასაკი, მით უფრო კლებულობს დაგროვებითი საპენსიო ფონდის მიმართ მხარდაჭერა. აგრეთვე, საჯარო ან კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები და უმუშევრები ყველაზე მეტად, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანები – ყველაზე ნაკლებად უჭერენ მხარს დაგროვებითი საპენსიო ფონდის არსებობას.“ – ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.

ბიზნესმედია