თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრა დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი ჰეროინი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.