თინა ხიდაშელი: სირიიდან მომდინარე საფრთხეების გამო, მთავრობამ მოსახლეობა  უნდა გააფრთხილოს

თინა ხიდაშელი: სირიიდან მომდინარე საფრთხეების გამო, მთავრობამ მოსახლეობა  უნდა გააფრთხილოსთავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ხელისუფლებას სტრატეგიულ კომუნიკაციას უწუნებს. როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციულ ვაკუმშია, რაც შეიძლება იყოს პანიკისა და საზოგადოების დეზინტეგრირების საწყისი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით სირიას უკავშირდება, მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე ერთიანი, კონსოლიდირებული ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მისი გაფრთხილება და სწავლა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში.

“ძალიან მაღალია მოსახლეობის მხრიდან საფრთხის განცდის ხარისხი და როდესაც სახელისუფლებო ინფორმაციის ვაკუუმია, ადამიანები იწყებენ იმას, რაც მოხდა ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სადაც თითქოს მთელი დღე ინფორმაცია იყო, რადგან ჟურნალისტები სპეცოპერაციის ადგილზეც იმყოფებოდნენ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენ გვახსოვს შს მინისტრი მთელი დღე მთავარობის სხდომაზე იჯდა, თითქოს არაფერი ხდებოდა და შემდეგ დაიწყო მოსახლეობის სპეკულაცია, გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები, ეჭვები და ამის მერე ინება ხელისუფლებამ და დამაწყნარებელი ვერსია შესთავაზა საზოგადოებას. ასეთ დროს ეს არის მთავარი საფრთხე, რადგან პანიკაც და დეზინტეგრირებაც საზოგადოების ამ დროს ხდება, როდესაც არ არის ერთიანი, კონსოლიდირებული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს, ასწავლის და ეუბნება, რომელია ის უნარ-ჩვევები, რაც კონკრეტული სიტუაციისთვისაა საჭირო“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.