თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლეს

თურქეთში ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე გია კუტაისკი, მოკლესთურქეთში 59 წლის ქართველი კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, იგივე ,,გია კუტაისკი“, მოკლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ზვიადაძის მკვლელობა სავარაუდოდ, როსტოვის ოლქში გავლენის მოსაპოვებლად, მასსა და კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს (ნოდარ რუსთავსკის) შორის კონფლიქტს უკავშირდება.

„გია კუტაისკი“ კრიმინალურ სამყაროში ,,ძველი სკოლის“ წარმომადგენლად ითვლებოდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ბოლო წლებში წარმოშობილ დაპირისპირებებში, მისი რეპუტაცია კოლეგებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

„გია კუტაისკის“ მკვლელობა ქურდულ სამყაროში დიდი დანაკარგად ითვლება.

ნიუპოსტი