ირაკლი კობახიძის გუნდმა ბრძოლა წააგო – უმრავლესობის სხდომა აღარ შედგება

ირაკლი კობახიძის გუნდმა ბრძოლა წააგო - უმრავლესობის სხდომა აღარ შედგება„ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა აღარც თბილისში გაიმართება. ამის შესახებ კონფიდენციალურმა წყარომ „ოცნებიდან“ გვაცნობა.

ჩვენი წყაროს თქმით, კობახიძე და მისი გუნდი, ანუ ე.წ. კოლექტიური ზარდიაშვილები მიხვდნენ, რომ თამაში წაგებული აქვთ და ამიტომაც, უმრავლესობის სხდომის მოწვევამ აზრი დაკარგა. ამასთან, არსებობს დაუდასტურებული ცნობა იმის შესახებ, რომ ე.წ. ამბოხებული დეპუტატებიდან რამდენიმე, კერძოდ, გედევან ფოფხაძე და ნუკრი ქანთარია რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და მისგან სრული მხარდაჭერის გარანტია მიიღეს. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ივანიშვილთან კონსულტაციები ეკა ბესელიამაც გამართა. როგორც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, ამ კონსულტაციების შესახებ „კოლექტიურმა ზარდიაშვილებმაც“ შეიტყვეს და მათთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ამ შიდა ბრძოლაში ივანიშვილის თანადგომის იმედი არ უნდა ჰქონდეთ და ამიტომაც, უკან დაიხიეს.

იმ ვერსიას, რომ კობახიძის გუნდმა ომი წააგო, ისიც მოწმობს, რომ გუშინ კობახიძემ უმრავლესობის სხდომის გამართვა დააანონსა და ისიც თქვა, რომ სხდომა დღეს, 21:00 საათზე, ქუთისის პარლამენტში გაიმართებოდა, თუმცა დღეს, დილით, ცნობილი გახდა, რომ სხდომა, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ასევე, ითქვა, რომ უმრავლესობა შაბათს თბილისში შეიკრიბებოდა, თუმცა „ნიუპოსტის“ წყარო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე უმრავლესობის სხდომა აღარ შედგება.

ნიუპოსტი