იუთუბის ოფისთან ქალმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

იუთუბის ოფისთან ქალმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლაქალმა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ოფისთან ცეცხლი გახსნა, ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.სროლის გამო შენობა თანამშრომლებმა პანიკის ფონზე დატოვეს.

,,სროლა YouTube-ის რედაქციასთან დაიწყო. ვუყურებდით, როგორ გარბოდა ხალხი ოფისიდან “ – წერს კომპანიის თანამშრომელი ვადიმ ლავრუსიკი ,,ტვიტერზე“.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. უცნობია რა მოტივი ამოძრავებდა ქალს.