კახეთში მანქანა ხრამში გადავარდა – დაიღუპა 50 წლის კაცი

კახეთში მანქანა ხრამში გადავარდა - დაიღუპა 50 წლის კაციგურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე გოლფ 3 -ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.
მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარია სავარაუდოდ წუხელ მოხდა, თუმცა, ფაქტის შესახებ დღეს გაირკვა.

ადგილზე პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.

გვამი იდენტიფიცირებულია და ის პროზექტურაში გადაასვენეს.მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

პირველი