კახეთში პოლიციელი გიორგი ქანდაურიშვილი დაჭრეს – დაკავებულია 22 წლის გიორგი მოლაშვილი

კახეთში პოლიციელი გიორგი ქანდაურიშვილი დაჭრეს - დაკავებულია 22 წლის გიორგი მოლაშვილიკახეთში პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა ყვარელში მოხდა. უბნის ინსპექტორს გიორგი ქანდაურიშვილს მამაკაცი თავს მაშინ დაესხა, როდესაც სამართალდამცველმა მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

ქანდაურიშვილს დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს მისი ძმაც დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფონზე ძმის გათავისუფლებას პოლიციის განყოფილებასთან ითხოვდა.

დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 22 წლის გიორგი მოლაშვილს დაჭრილ პოლიციელთან უთანხმოება ადრეც ჰქონდა, რის გამოც ის ამ დრომდე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

რუსთავი 2