ლომბარდებში სახლისა და ავტომანქანის გარანტიით მიღება აიკრძალება

ლომბარდებში სახლისა და ავტომანქანის გარანტიით მიღება აიკრძალებასალომბარდე საქმიანობაში სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღება შესაძლოა, აიკრძალოს. ინიციატივის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
„მოვისმინე ექსპერტების მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტიის სახით მიიტანს და ფულს მიიღებს, ამით შესაძლებელი იქნება ბიზნესი დაიწყოს. ვის გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნას გამოყენებული.

სალომბარდე საქმიანობით დაკავებული ბიზნეს-ოპერატორები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღება აეკრძალებათ, ეს სხვა პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. შესაბამისად, შემცირდება საკრედიტო პორტფელიც.

თბილისში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინიციატივა მომხმარებლისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ბიზნესისთვის – საზიანო.

კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სერვისი ჩამოაკლდებათ და შესაბამისად, სხვა სერვისებზე პროცენტის აწევა მოუწევთ.

ლომბარდების წარმომადგენლების თქმით, კლიენტების მხრიდან უძრავ-მოძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის მიღებაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანების გარანტიის სახით მიღება და სახლების იპოთეკით დატვირთვა შეეზღუდებათ, სხვა სერვისებს უფრო გაააქტიურებენ, მაგალითად, გარანტიის სახით, ოქროს მიღებას: „მოთხოვნა რომ არის ავტომანქანების ჩადებასა და სახლების იპოთეკით დატვირთვაზე, ამიტომაც ვახდენთ ფოკუსირებას ამ მიმართულებაზე. არის დღეები, რომ დღეში ასეთი 5 სესხი გაიცემა, ან 10, ან საერთოდ არა. ზუსტი პროგნოზირება რთულია, თუმცა მოგვიწევს სხვა სერვისებზე უფრო მეტად გადართვა“, – ამბობენ ლომბარდებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% – იურიდიულ პირებზე მოდის. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემულია 391 მლნ ლარის სესხი.

იმედინიუსი