მარგველაშვილი – ”უბინძურესი შავი პიარი ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა”

მარგველაშვილი - ”უბინძურესი შავი პიარი ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა”საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა.

– იმის შესახებ, თუ რა უნდა დაიხვეწოს შეწყალების კომისიის მიმართულებით დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდეც. მაგრამ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად დაინახა საზოგადოებამ ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული ამ შავი პიარის კიდევ ერთი ტალღის და ალბათ, კიდევ ბევრი იქნება, სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი