მერაბ ნინიძე სერიალ ჰოუმლენდში გამოჩნდა

მერაბ ნინიძე სერიალ ჰოუმლენდში გამოჩნდამსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ ჰოუმლენდში მონაწილეობს. ამის შესახებ 1tv-მ ექსკლუზიურად შეიტყო.

ქართველი მსახიობი სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერია Useful Idiot-ში ჩნდება, რომელიც უკვე გამოსულია. ამ სერიაში მისი პერსონაჟის სატელეფონო საუბარი ისმის მხოლოდ, თუმცა, ცნობილია, რომ მომდევნო სერიებში ის სხვადასხვა სცენებში გამოჩნდება.

ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის მიროვის როლს ასრულებს.