მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებას მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს – ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრება

მირზა სუბელიანი საგამოძიებო უწყებას მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებით აშანტაჟებს - ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ემუქრებახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანის სახელთან იკვეთება. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, საგამოძიებო უწყებას, ვანო მერაბიშვილის ციხიდან საკნიდან კადრებით აშანტაჟებს და ამით დანაშაულში მონაწილეების დაფარვას უწყობს ხელს.

საქმეში ჩართულია მირზა სუბელიანის სიმამრი, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავაც. სწორედ კაკუბავა დაუკავშირდა ზვიად კუპრავას და მას ამ თემაზე საუბრის გამო „ადგილის მიჩენას და დასჯას“ დაპირდა.

დღეს ზვიად კუპრავა პროკურატურაში დაიკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სწორედ ამ ვიდეოკადრებს, პროკურატურაში კუპრავა მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან მედიით გააკეთა განცხადება, რომ მერაბიშვილის გაყვანის კადრები, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან ინახება და ის ამ კადრებით სამართალდამცველებს აშანტაჟებს.

ნიუპოსტი