მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალაცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა.

ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა, სამწუხაროდ, მან ავადმყოფობის დამარცხება ვერ შეძლო.

ნინო ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონია 16 და 20 წლის გოგონათა შორის.
1998 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტებშიც გახდა.

იგი 5 ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა.

ამასთან, ნინოს ოლიმპიადის სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული, ის გახლავთ საქართველოს 6-გზის ჩემპიონი (მათ შორის მამაკაცთა შორის) და საქართველოს თასის მფლობელი.

ნინო ქალთა შორის გროსმაისტერი იყო 1993 წლიდან, ასევე – ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატი 1999 წლიდან.

ხურციძეს ფიდეს რეიტინგში ყველაზე მაღალი პოზიცია – მე-11 ადგილი – 1999 წელს ეკავა.

ნინო ხურციძე 42 წლის იყო.