„ნიკა თავაძემ გიორგი უგრეხელიძეს დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა“ – კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა

„ნიკა თავაძემ გიორგი უგრეხელიძეს დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა“ - კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა„დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა“ – ეს განცხადება დაზარალებული გიორგი უგრეხელიძის დედამ გააკეთა, რომლის შვილსაც 2016 წელს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, თავს დაესხნენ. ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს.

პირი, რომელიც გიორგი უგრეხელიძეს თავს დაესხა, საპატიმროდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით იყო გათავისუფლებული.

დაზარალებულის დედა მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იხსენებს.

„დანით მიაყენა 4 სასიკვდილო ჭრილობა. ჩემი შვილი რომ ძლივს გადავარჩინე, იმის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვენი ჯანმრთელობის ნახევარზე მეტი დავტოვეთ,“ – ამბობს დაზარალებული გიორგი უგრეხელიძის დედამ.

ლია უგრეხელიძე შეწყალებულების შესახებაც აკეთებს კომენტარს.

„ცუდია, რომ შეწყალებულები არიან ეგეთი მოძალადეები იმიტომ, რომ ერთხელ ერთ პრეცედენტს რომ დაუშვებს, მეორედ უფრო უარეს გააკეთებს,“ – აღნიშნა დაზარალებული გიორგი უგრეხელიძის დედამ, ლია უგრეხელიძემ.

საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც ყაზბეგის გამზირზე თავდასხმა მოხდა. მაშინ ნიკა თავაძე თავს დაესხა გიორგი უგრეხელიძეს და მას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე მოგვიანებით გადააკვალიფიცირა და დამნაშავეს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ნიკა თავაძის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით მიმართა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

რუსთავი 2