ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ისევ წააგომსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ასპარეზობს და ის უკვე ათეულს მიღმა იმყოფება. ნოვაკმა მორიგი მარცხი ბარსელონაში განიცადა, სადაც ის სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა სამ სეტში.

ნოვაკმა აღიარა რომ ის აღარ არის ისეთი როგორც ადრე, მაგრამ იმედოვნებს რომ ძველ ფორმას დაიბრუნებს, თუმცა ამის გაკეთება იოლი არ იქნება. ჯოკოვიჩმა მწვრთნელიც შეიცვალა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მის თამაშზე დადებითად არ ასახულა.

ჯოკოვიჩი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე პოზიციას იკავებს.