„ოთხივე ძირს ეგდო, ერთ-ერთი დაჭრილი ქალია” – ლაშა საჯაიას დაჭრის ახალი დეტალები

„ოთხივე ძირს ეგდო, ერთ-ერთი დაჭრილი ქალია” - ლაშა საჯაიას დაჭრის ახალი დეტალებივეძისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ქალია.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის ერთ-ერთი დაჭრილი ბიჭის მეგობარია. მათი ინფორმაციით, ჩხუბის მერე მანქანით გაიქცნენ. 4 ადამიანი კი დაიჭრა. მეზობლების თქმით, მიზეზი უცნობია.

,,დიდი ხმა იყო სროლის. ოთხივე ძირს ეგდო” – აცხადებენ მეზობლები

თბილისში ცოტა ხნის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ზემო ვეძისში ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრეს.

როგორც ცნობლია, დაჭრილებს შორის არის მორაგბე ლაშა საჯაია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ასევე დაჭრილია საჯაიას ძმაც.

დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. “ნიუპოსტის” ინფორმაციით სამი მათგანის დაზიანებები შედარებით მსუბუქია, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ამ წუთებში ზემო ვეძისში, სადაც თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-109 დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობითა და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა, შენახავ, ტარებით დაიწყო.

ნიუპოსტი